Install Virtual Kali Linux in Virtualbox

საიტზე გამოქვეყნებული მასალა (Install Virtual Kali Linux in Virtualbox) არის მხოლოდ სასწავლო დანიშნულების და მისი გამოყენება ნებართვის გარეშე სხვა პიროვნების/ორგანიზაციის მიმართ ისჯება კანონით.

Kali Linux აირს Debian-ზე დაფუძნებული ლინუქსის დისტრიბუტივი, რომელიც შექმნილია კიბერუსაფრთხოებისა და პენეტრაციული ტესტირებებისათვის. იგი შეიმუშავა და ფინანსურად უზრუნველყო „Offensive Security“-მა.

—————————————————————-

—————————————————————-

Kali-ს ვირტუალურ გარემოში ჩვენს კომპიუტერში დასაყენებლად დაგვჭირდება უფასო პროგამული უზრუნველყოფა Oracle VM VirtualBox.

პირველ რიგში ვიწერთ VirtualBox-ს მოცემული ლინკიდან

https://www.virtualbox.org/wiki/Downloads

Install Virtual Kali Linux in virtualbox

შემდგომ გადმოვიწერთ თვითონ Kali-ს მოცემული ლინკიდან

https://www.kali.org/get-kali/#kali-virtual-machines

Install Virtual Kali Linux in virtualbox

მას შემდეგ რაც ყველაფერი გადმოწერილი გვექნება ვიწყებთ ინსტალაციის პროცესს.

პირველ რიგში ვაინსტალირებთ VirtualBox-ს. რომლის ინსტალაციაც ძალიან მარტივია, გაუშვით გადმოწერილი ფაილი და Next-ებზე დაჭერით მიყევით დაყენების პროცედურას ბოლომდე. ამის შემდეგ გადმოწერილი Kali ამოვიღოთ არქივიდან.

ამ მარტივი პროცედურების გავლის შემდგომ ჩავრთოთ VirtualBox და დავაჭიროთ დამატების ღილაკს

Install Virtual Kali Linux in virtualbox

გამოსულ ფანჯარაში მოვძებნოთ ჩვენი ამოარქივებული Kali და ავირჩიოთ შესაბამისი ფაილი

Install Virtual Kali Linux in virtualbox

საბოლოოდ მივიღეთ ასეთი სახით ჩვენს VirtualBox-ს და ჩავრთოთ ჩვენი სისტემა

Install Virtual Kali Linux in virtualbox

გაიხსნება ახალი ფანჯარა და დაველოდოთ როდის ჩაიტვირთება სრულად ჩვენი სისტემა.

Install Virtual Kali Linux in virtualbox

სისტემის სრულად ჩატვირთვის შემდგომ მომხმარებელშიც და პაროლშიც შევიყვანთ kali-ს და სისტემა ჩაირთვება.

სისტემის ჩართვის შემდგომ პირველი რასაც ვაკეთებთ არის სისტემის განახლება, რომ სისტემაში დაყენებული იყოს ბოლო განახლებები.

ამისთვის ვიძახებთ ტერმინალს

Install Virtual Kali Linux in virtualbox

გამოსულ ფანჯარაში ვწერთ შემდეგ კოდს და ვაწვებით Enter-ს

sudo apt update

Install Virtual Kali Linux in virtualbox

ტერმინალი მოითხოვს პაროლის შეყვანას და შევიყვანთ პაროლს kali

ამის შედემგ ველოდებით რამოდენიმე წუთით, რომ სისტემ გადაამოწმოს განახლებები და დასრულების შემდეგ ვწერთ ბრძანებას რომელიც დაიწყებს განახლებას.

sudo apt full-upgrade -y

Install Virtual Kali Linux in virtualbox

პროცესის დასრულების შემდგომ გვექნება სრულად განახლებული Kali Linux ჩვენს ვირტუალურ გარემოში. ჩვენი მიზანი Install Virtual Kali Linux in Virtualbox შესრულებულია.

გახსოვდეთ, რომ სამიზნე მოწყობილობის მეპატრონის წერილობითი ნებართვის გარეშე მანიპულაციების ჩატარება კანონით იკრძალება და ისჯება. გაუფრთხილდით სხვის პირად სივრცეს და საკთრებას.

Facebook Comments Box